“100 დღე გავიდა მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან. ის გახდა პრესის თავისუფლების სიმბოლო რეგიონში დამოუკიდებელ მედიაზე მზარდი დევნის ფონზე,”

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.