“პატრიარქთან დაახლოებით 10-ჯერ შევიდნენ, რომ ეიძულებინათ, რომ დაეთანხმათ ჩემს წინააღმდეგ რაღაც პროცესში. არც ხელი მიჰყვებოდა და არც გული ჩემს წინააღმდეგ და ვიცი ყველაფერი. ვიცი ყველაფერი რასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან. წინასწარ ერთი რამ ცნობილია აქ მიმდინარე პროცესებს მართავს ჩხარტიშვილი, დიმიტრი შიოლაშვილი, შიო მუჯირი და ჯაღმაიძე. მე მინდა, ეს წერილი მივიღო, რა წერია ამ წერილში მინდა, იმის მიხედვით ვისაუბრო. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შევეხები, გამორიცხულია ამ საკითხს ისე შევხვდე, ვითომ არაფერი ხდება, ნამდვილად ხდება”.
აცხადებს, მეუფე ზენონი და “მთავარ არხთან” ინტერვიუში სინოდის წევრების მხილებას ააანონსებს.