საქართველოს პატრიარქის ბრძანების თანახმად, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურსაც უხელმძღვანელებს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“2021 წლის 28 მაისიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის N20 ბრძანების თანახმად: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ასევე დაევალა საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელობა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.