პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილს და პატრიარქს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე არ უსაუბრიათ.
“არ ყოფილა ამ საკითხზე საუბარი. საუბარი შეეხებოდა კოვიდპანდემიას, რომელიც აწუხებს ქვეყანას და ძალიან შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი სტატისტიკა”, -აცხადებს მიქაელ ბოტკოველი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თვლის თუ არა საპატრიარქო საჭიროდ, რომ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართოს, დეკანოზმა თქვა, რომ საპატრიარქო სალომე ზურაბიშვილს ამას ვერ თხოვს.
“საპატრიარქო ასეთ თხოვნას ვერ გააკეთებს, რადგანაც ასეთი უფლება აქვს ქვეყნის პრეზიდენტს”, – აღნიშნა ბოტკოველმა.