“პატრიარქი პუტინის ხელშია,კრემლი ეკლესიის ხელით გენოციდს აწყობს” – კობახიძე

“პატრიარქი პუტინის ხელშია, კრემლის ხელში, ხოლო კრემლი ეკლესიის ხელით გენოციდს აწყობს.”- ამის შესახებ ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძემ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

“უმთავრესი ინფექციონისტი, თენგიზ ცერცვაძე გვეუბნება, რომ მრევლის ხელშია ჩვენი ცხოვრება. […] მრევლის ხელში რომაა ჩვენი სიცოცხლე, მრევლი მღვდლების ხელშია, მღვდლები მეუფეების, მეუფეები პატრიარქის, ხოლო პატრიარქი გეგონათ ვიტყოდი ღმერთის? პატრიარქი პუტინის ხელშია, კრემლის ხელში, ხოლო კრემლი ეკლესიის ხელით გენოციდს აწყობს.”- განაცხადა კობახიძემ.