პატრიარქმა კირილმა, მრევლს მოუწოდა ილოცონ, რათა ”გლობალური ომი არ დაიწყოს”

რუსეთის პატრიარქმა კირილმა მრევლს მოუწოდა ილოცონ, რათა გლობალური ომი არ დაიწყოს. პატრიარქის განცხადებას სახელისუფლებო მედია რია ნოვოსტი ავრცელებს. კირილმა განაცხადა, რომ, კრემლი ახლა რთული და საშიში გამოწვევის წინაშე დგას.

“მოგიწოდებთ ილოცოთ, რომ ღმერთმა დაიცვას რუსეთი შიდა და გარე მტრისგან და რომ არ დაიწყოს გლობალური ომი”, – თქვა კირილმა.