“პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომის შესახებ, მაგრამ არანაირი თარიღები, არანაირ დღესთან, ვადებთან დაკავშირებით და ის, რაც გუშინ მთავარი არხის სიუჟეტში მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება, არის მორიგი ფანტაზია და მორიგი ტყუილი, ტყუილი, ტყუილი. [აპირებდა გადადგომას] ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ასაკიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. მე ვთქვი სიუჟეტში მაშინ, რომ მღვდელმთავრები ზოგადად არიან ამის წინააღმდეგი, მღვდელმთავრები პატრიარქისადმი მამობრივი გრძნობით არიან და განწყობაც შესაბამისია, რომ პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება”.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ფანტაზიასა და ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დეკემბერში გადადგომას აპირებს.