ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსი ანტითურქული რეკლამებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 000 ლარით დააჯარიმა.
მათი განმარტებით, პარტიამ Facebook-ზე ანტითურქული რეკლამების განთავსებით დაარღვია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი, შესაბამისად ცესკოს თავმჯდომარემ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალღვევის ოქმი, რომლითაც პარტია ჯარიმდება 2 000 ლარით.
ცესკოს ინფორმაციით, 4 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული და კომენტარი, სავარაუდოდ, აღნიშნულ საკითხზეც გაკეთდება.