“პატრიოტთა ალიანსმა” ნინოწმინდის პანსიონში, მეუფე სპირიდონის მხარდასაჭერად, 50-მდე მოზარდი ჩაიყვანა

ნინოწმინდის პანსიონში სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის მხარდასაჭერად “პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ, 50-მდე არასრულწლოვანი ჩაიყვანა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ბავშვების ნინოწმინდის პანსიონში ჩაყვანა, მათი მშობლების თანხმობით მოხდა.

არასრულწლოვნები წმ.გიორგის სახელობის კარატისტთა ჯგუფის წევრები არიან და ისინი სააღმზრდელო დაწესებულებაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან.