პატრიოტიზმი, თავდადება – რა კრიტერიუმებით არჩევს “ოცნება” ახალ სახეებს – ვოლსკის განმარტება

უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ახალ სახეებს არჩევს. მისი თქმით, ეს ადამიანები მმართველ გუნდში მოსახვედრად გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

“მთავარი რამდენიმე ნიშანია: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება და რასკვირველია, გუნდის წევრი უნდა იყოს. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში საარჩევნოდ ძლიერი გუნდის წარმოდგენა საზოგადოების წინაშე არის საგანგებო მნიშვნელობის. ასე, რომ ჩვენც ფრთხილები ვიქნებით და საკმაოდ სერიოზულად ვუყურებთ ამას”, – განაცხადა ვოლსკიმ რუსთავი 2-ის ეთერში.

მისი თქმით, ახალი სახეები ყველა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან, მათ შორის, ექიმები, იურისტები, საერთაშორისო ექსპერტები და ა.შ.

ვოლკი აღნიშნავს, რომ არ შეიძლება პარტიაში მუდმივად ერთი და იგივე სახეები იყოს.