“გასაგებია ევრო-კომისიისადმი ღარიბაშვილის წერილის მიზანი – თუ ევრო-კომისია უარყოფს ბიძინას ოლიგარქობას, მაშინ ეს იქნება ძლიერი არგუმენტი “კრედიტ-სვის”-თან დავაში.
ანუ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩართულია კერძო პირის ინტერესების საჯარო პოლიტიკურ ლობირებაში კერძო დავასთან დაკავშირებით.
ამას თავი რომ გავანებოთ, სავსებით ცხადია, რომ ამგვარ, დასავლური სტანდარტით ველურ, მოქმედებებს იმის საწინააღმდეგო შედეგი მოყვება, რასაც ღარიბაშვილი ისახავს მიზნად – ანუ, მისი ეს მორიგი მოქმედება იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ბიძინა ოლიგარქია და აკონტროლებს პრემიერს.
ვერ ხვდებიან ამას?
რა თქმა უნდა ხვდებიან, მაგრამ ასეთია თამაშის წესები – პატრონი იმდენად გეჯავრება, რომ ფეხებზე გკიდია მისი რეალური ინტერესების დაცვა, მაგრამ მუდმივად ახდენ იმის დემონსტრირებას, რომ მასზე “ზრუნავ”.

ასე ეხმაურება, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, რომლითაც მან ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა.