პატრონი მეცხვარე ძაღლს მიუსაფარ ძაღლებს აგლეჯინებს – სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს რომ პატრონი თორნიკე კობაიძე (ხიცურაული), საკუთარ ნაგაზს მიუსაფარ ძაღლს აგლეჯინებს. როგორც შემდეგ ირკვევა ეს პირველი შემთხვევა არ არის და პატრონი სისტემატურად “ავარჯიშებს” საკუთარ ძაღლს მიუსაფარ ძაღლებზე. ამის შესახებ ინფორმაცია Newsreport.ge-ს ცხოველთა დამცველმა, თიკო ჯოლოხავამ მოაწოდა.

მან ასევე მოგვაწოდა ვიდეო მასალები სადაც ჩანს რომ მეცხვარეს ჭამის პროცესში პატრონა მიუსაფარი ლეკვი მიუგდო გასაღიზიანებლად.

” არ ვიცით სად ცხოვრობს ეს ადამიანი,  სავარაუდოდ ყველაფერი ხდება თბილისში თავად დადო ვიდეო ამ ვიდეოს მოყვა დიდი გამოხმაურება თუნდაც ნათესავების მხრიდან ნეგატივი წამოვიდა. როგორც კომენტარებში ჩანს ეს ყველაფერი გავრცელდა სოციალურ ქსელში, თავად განათავსა ეს ვიდეოები საჩივარი დღეს შეგვაქვს ამ ადამიანზე ცხოველთა დამცველებს. თავის 80 კილოიან ნაგაზს აგლეჯინებს მიუსაფარ ცხოველებს ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს ადამიანი, რომ შევაჩეროთ ძაღლი ჩამოვართვათ და მასაც მოეთხოვოს კანონით პასუხი.”- განაცხადა თიკო ჯოლოხავამ Newsreport.ge-სთან.

 

 

ცნობისთვის, ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის; მცირეწლოვნის თანდასწრებით დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათმდე ვადით ან შინაპატიმრობით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.