“გომელაურის მიერ შექმნილია დანაშაულებრივი ჯაჭვი, რომლის ბოლო და ყველაზე ამორალური, ბინძური რგოლი, არის პატრულის თანამშრომელი, რომელსაც ნაწამებ ადამიანს გადასცემენ, მანქანაში უსვამენ და მოწმედ უშვებენ სასამართლოში, საერთოდ რომ არ შესწრებია, ისეთ ეპიზოდთან დაკავშირებით, მიდის პატრული სასამართლოში და მის წინ მდგომი, ნაწამები ადამიანის შესახებ, წინასწარ შეთითხნილ ცრუ ჩვენებას აძლევს.

პატრულის თანამშრომლები (ვითომ ყველაზე ზრდილობიანები და უდანაშაულოები), არიან ამ რუსული სისტემის საყრდენები, აბსოლუტურად ყველას საქმე მათი “დასმენით” იკერება!”

წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი და პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია.