გიორგი მაზმიშვილის გამაოგნებელი ისტორია – პაციენტმა, რომელსაც კორონავირუსზე, ინფიცირებულებთან ერთად მკურნალობდნენ, კლინიკაში მოთავსებიდან ოთხი დღის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ვირუსი არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.
გიორგი მაზმიშვილი ყვება, რომ შავი ზღვის ჰოსპიტალში, ის სასწრფაო დამხრების ბრიგადამ გადაიყვანა, სადაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა, მოგვიანებით კი, ის მცხეთის ჰოსპიტალში, ინფიცირებულებთან ერთად მოათავსეს.პაციენტმა ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ მას შემდეგ გაარკვია, რაც ოჯახის წევრებთან ეპიდემიოლოგები არ მივიდნენ და მისი კონტაქტების შეწავლა არ დაიწყეს.
“მითხრეს, კორონავირუსი დაგიდასტურდაო, შენი ნივთები შეაგროვე და სასწრაფოდ, მცხეთის ჰოსპიტალში უნდა გადაგიყვანოთო. საავდმყოფოში რომ შევედით, ეგრევე თქვეს, ესენი კორონავირუსით დაავადებულები არიან და სასწრაფოდ გადაიყვანეთ პალატაშიო. ჩემმა მეუღლემ დარეკა და არ აქვს კორონავირუსი თქვენს მეუღლესო 100 %-ით დადასტურებული და თქვენს შესამოწმებლად მოსვლას აზრი არ აქვს, სანამ არ დაუდასტურდებაო”, – ამბობს გიორგი მაზმიშვილი.