“სავალდებულო ვაქცინაციას მხარს ვუჭერ სამედიცინო პერსონალისთვის. ასევე, პედაგოგებში, განსაკუთრებით სკოლის პედაგოგებში, რადგან მათ საქმე აქვთ ჩვენს ბავშვებთან. ისევე, როგორც აუცილებელია და მოვუწოდებ თვითონ ბავშვების მშობლებს. 10 დღის წინანდელი მონაცემებით, სკოლის პერსონალის 65% ერთჯერადადაა აცრილი, ორჯერაა აცრილი დაახლოებით 52%. ეს საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მეტია, მაგრამ არასაკმარისი. გვინდა, რომ პედაგოგების 80% იყოს აცრილი.
ვფიქრობ, განიხილება ეს საკითხი. პირველ ეტაპზე, სავალდებულოობაზე წინ, ალბათ ჩვენ განვიხილავთ ე.წ ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანას, რომელზეც მიდის მსჯელობა. ბევრი წარმატებული ქვეყანა აკეთებს ამას, რომ ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე მთელ რიგ დაწესებულებებში შეიძლება შეიზღუდოს შესვლა. ეს ახალი ველოსიპედი არაა, ამას იყენებს ბევრი ქვეყანა. ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს. ვნახოთ, როგორი იქნება გადაწყვეტილებები”
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.