“პედოფილიის მსხვერპლია “- ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ, ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას.
“ახლა მთლად საოცარი გავიგე.ეს ჯილდო თურმე კოვიდ—ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული უდიდესი საქმიანობისთვის მიუნიჭებიათ ივანიშვილისთვის .არა, ეს პრეზიდენტი საფრანგეთისა, მართლა პედოფილიის მსხვერპლია და ამაში მისი პედაგოგებია დამნაშავე,თუმცა.”- წერს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, დღეს ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაში წერია. საფრანგეთის მთავრობის განმარტებით, წელს ეს ჯილდო იმ ადამიანებსაც გადაეცათ, რომლებმაც “კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს”.