პეკინზე, კორპუსში ხანძარი იყო – ქალი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

პეკინის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო განხორციელდა მაცხოვრებლების, მათ შორის, არასრულწლოვნების ევაკუაცია, როგორც სადარბაზოდან, ასევე, სახანძრო კიბის საშუალებით.

მე–5 სართულიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, ქალი გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. ის რამდენიმე წუთის წინ კლინიკაში გარდაიცვალა.