შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბანკის დაყაჩაღბის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 23 წლის ი.ჯ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
“სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ამბობენ შსს-ში