თბილისში, პეკინის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ცეცხლი ერთ–ერთ ბინას გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო შენობიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო. უწყების ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი მუშაობს.