ოფიციალური პეკინი არ აპირებს უკრაინაში მიმდინარე ომის რომელიმე მონაწილეს იარაღი მიაწოდოს – ამის შესახებ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განიმ განაცხადა.
„რაც შეეხება სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტს, ჩინეთს გონივრული და პასუხისმგებლიანი პოზიცია აქვს. ჩვენ არ მივაწვდით იარაღს კონფლიქტის მხარეებს, ასევე გავაკონტროლებთ ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს, წესებისა და კანონების მიხედვით“, – განაცხად მან.
მედიის ინფორმაციით, ცინ განი ჩინეთის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირველი პირია, რომელმაც რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ვარაუდები საჯაროდ უარყო.