პენიტენციური სამსახური ციხეში ხანძართან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ N17 პენიტენციურ დაწესებულებას ხანძრის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს და მისი აღდგენისთანავე ყველა პატიმარს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა.

მათი ინფორმაციით, დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

“N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. აქვე განმარტავთ, რომ N17 დაწესებულება საკმაოდ მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N 5, N 6, N 12, N 16) დაწესებულებებისგან და შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”,- აცხადებს უწყება.