პენსილვანიის უნივერსიტეტმა 100 მილიონი დოლარი დაკარგა, რადგან მისმა პრეზიდენტმა უარი თქვა ცალსახად დაეგმო ებრაელების გენოციდის მოწოდებები

პენსილვანიის უნივერსიტეტის სპონსორმა  გააუქმა 100 მილიონი დოლარის გრანტი მას შემდეგ, რაც პრესტიჟული უნივერსიტეტის  პრეზიდენტის კონგრესში სკანდალური გამოსვლის შემდეგ. სამშაბათს სამი ამერიკული საგანმანათლებლო დაწესებულების – პენსილვანიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის, ასევე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრეზიდენტებმა კონგრესის მოსმენებზე ისაუბრეს.

მათმა გამოსვლამ, რომლის ვიდეოც სოციალურ მედიაში გავრცელდა, აღშფოთება და მრისხანება გამოიწვია იმის გამო, რომ მათ თავი აარიდეს პირდაპირ პასუხის გაცემას კითხვაზე, დაისჯებიან თუ არა სტუდენტები, რომლებიც ებრაელების გენოციდისკენ მოწოდებით გამოდიან.

ღაზას ომის დაწყების შემდეგ ამერიკის საუნივერსიტეტო კამპუსებში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რომლებზეც ხანდახან ანტისემიტური ლოზუნგები ისმოდა .

„ებრაელთა გენოციდისკენ მოწოდება არღვევს [თქვენი უნივერსიტეტის] ქცევის კოდექსს ან ბულინგის პოლიტიკას?ი ან არა?” – რამდენჯერმე ჰკითხა მათ ნიუ-იორკის კონგრესმენმა ელის სტეფანიკმა. სამივე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა თავი აარიდა ამგვარი ქმედებების პირდაპირ დაგმობას და თქვა, რომ ეს ყველაფერი “კონტექსტზეა დამოკიდებული”.

ნიუ-იორკის დემოკრატმა სენატორმა კირსტენ გილიბრანდმა მათ განცხადებებს “ამაზრზენი” უწოდა. Penn State-ის უმსხვილესმა დონორმა, Stone Ridge Asset Management-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა როს სტივენსმა თქვა, რომ შოკირებულია ამ პასუხებით. ელფოსტაში, რომელსაც მედია ასაჯაროებს,  სტივენსმა დაწერა: „მე მაქვს ნათელი საფუძველი, რომ გამოვითხოვო  100 მილიონი დოლარის ღირებულების Stone Ridge-ის აქციები, რომლებიც პენსილვანიის უნივერსიტეტის განკარგულებაშია, მისი პრეზიდენტის (ელიზაბეტ) მეგილის ქცევის გამო“.

სტივენსმა განუცხადა უნივერსიტეტს, რომ მისი „ნებადართულობითი მიდგომა“ მათ მიმართ, ვინც ებრაელების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოუწოდებს, „არღვევს ნებისმიერ პოლიტიკას ან წესს, რომელიც კრძალავს რელიგიის საფუძველზე შევიწროებასა და დისკრიმინაციას, მათ შორის სტოუნ რიჯის პოლიტიკას“. ელიზაბეტ მეგილმა მოგვიანებით გამოაქვეყნა ვიდეო უნივერსიტეტის ვებსაიტზე, სადაც ის ბოდიშს იხდის მოსმენის დროს მისი პასუხისთვის და აცხადებს, რომ ის ყურადღებას ამახვილებს უნივერსიტეტის „გრძელვადიან პოლიტიკაზე, რომელიც შეესაბამება აშშ-ს კონსტიტუციას, რომ გამოსვლა თავისთავად არ არის დასჯადი“. თუმცა, როს სტივენსის წერილში მისი გადადგომის მოთხოვნა ცალსახაა.