პენტაგონის დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი სკოტ ბერიერი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება უკრაინაში მიზნები შეცვალოს, რადგან სამხედრო მარცხი და რესურსების ნაკლებობა ადასტურებს რუსეთის უუნარობას მიაღწიოს კრემლის თავდაპირველი ზრახვები.
„ახლა მივედით იქამდე, რომ, ვფიქრობ, პუტინს მოუწევს გადახედოს თავისი „ოპერაციის“ მიზნებს, რადგან ახლა ძალიან ნათელია, რომ მას არ შეუძლია გააკეთოს ის, რის გაკეთებასაც აპირებდა“, – განაცხადა ბერიერმა.