პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილ პირს ბრალი წარუდგინეს

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტზე დაკავებულ 21 წლის ჯეკ ტეშეირას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, – ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

21 წლის ჯეკ ტეშეირას ბრალად ედება ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის, ასევე საიდუმლო ინფორმაციისა და თავდაცვის მასალების არაავტორიზებული შენახვა და გავრცელება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლით პატიმრობა ემუქრება.

CNN წერს, რომ ბრალდებულის მომდევო სასამართლო სხდომა შემდეგ კვირას გაიმართება. მანამდე კი ჯეკ ტეშეირა წინასწარ პატიმრობაში დარჩება.

გასულ კვირას The New York Times-მა შეამჩნია, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ასლები, ან მსგავსი დოკუმენტები.

უკრაინის ხელისუფლებამ სასწრაფოდ განაცხადა, რომ რუსული IPSO-ს ეს პუბლიკაციები, შექმნილია უკრაინის დისკრედიტაციისთვის, ასევე მოკავშირეებს შორის ნდობის შელახვისთვის და, თუ ეს შესაძლებელია იქნებოდა, ჩაეშალა უკრაინის კონტრშეტევის გეგმები. მეორე მხრივ, რუსულმა მხარემ დოკუმენტების ფოტოშოპირება დაიწყო, რათა უკრაინას უფრო მეტი ზარალი მიეწერა, თავისთვის კი ნაკლები.

გუშინ, 13 აპრილს, ინტერნეტში პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ეროვნული საჰაერო გვარდიის წევრი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირა დააკავა. FBI-ს განცხადებით, ოპერაცია ნორთ დაიტონში, მასაჩუსეტსის შტატში ჩატარდა.

სხვადასხვა ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებენ შეიარაღებული სამართალდამცავები ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ნაცრისფერი მაისური და წითელი შორტები აცვია. როგორც ცნობილია, დაკავებამ სირთულეების გარეშე ჩაიარა.

დოკუმენტები სოციალურ ქსელებში მარტში გამოჩნდა და მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა უკრაინის არმიის შესახებ ანგარიში და ინფორმაცია მოკავშირეების – ისრაელის, სამხრეთ კორეისა და თურქეთის შესახებ.

ყველაზე მეტად ყურადღება მიიქცია სწორედ უკრაინასთან დაკავშირებულმა დოკუმენტებთან, რომელიც არმიის შესაძლებლობებსა და ნაკლოვანებებს ეხებოდა.

ეჭვმიტანილის დაკავებამდე ჯერ კიდევ The New York Times წერდა, რომ 21 წლის ტეიშირა ეროვნული გვარდიის წევრი იყო და Discord-ზე Thug Shaker Central-ის ონლაინ-ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელშიც 20-30 ადამიანი იყო გაერთიანებული. გამოცემის ინფორმაციით, ამ ჯგუფში ტეიშირა ყვებოდა იმის შესახებ, რომ უყვარდა იარაღი, აზიარებდა მიმებსა და ვიდეოთამაშებს. შესაძლებელია საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის პირველწყაროც სწორედ ეს ჯგუფიც იყოს.

რატომ გაავრცელა ჯეკ ტეიშეირამ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები