შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში არ გამორიცხავს, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა კიდევ რამდენიმე წელი გაგრძლედეს.
“ძალიან რთულია იმის თქმა თუ რამდენი ხანი იქნება საჭირო უკრაინის დახმარება, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით კონფლიქტის განვითარების ტრაექტორია. ომი შესაძლოა 6 თვეში დასრულდეს, ასევე შესაძლოა ომი კიდევ 2-3 წელი გაგრძელდეს”,- განაცხადა კალმა კონგრესში გამართული მოსმენების ფარგლებში.