აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალი აცხადებს, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, დაკარგა თავისი ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი და გამოიყენა ზუსტი მართვადი იარაღის უმეტესობა.ამის შესახებ მან, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიისა და ეროვნული უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში ისაუბრა.
„პუტინმა მარცხი განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე იყო “,- განუცხადა კალმა ჟურნალისტებს.