პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა, რომელიც კანადაში იმყოფება, თქვა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში დასავლეთს მისცა შესაძლებლობა ენახა “ტირანიისა და დაბნეულობის სამყარო” და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პრინციპები საფრთხის ქვეშ დააყენა.
„რუსეთის შეჭრა უკრაინაში წარმოდგენას გვიქმნის ტირანიისა და ქაოსის იმ შესაძლო სამყაროს შესახებ, რომელშიც არც ერთ ჩვენგანს არ ისურვებდა ცხოვრებას. გარდა ამისა, ეს არის ასევე მოსაწვევი მომავალში– სულ უფრო არასტაბილურ მომავალში, რომლის თავზე ბირთვული იარაღის გავრცელების აჩრდილი გამოჩნდა.
იმიტომ, რომ, სხვა ავტოკრატები, პუტინის კოლეგები, უყურებენ ამ ყველაფერს, და ისინიც სრულიად თავისუფლად შეიძლება მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბირთვული იარაღის შეძენა მათთვის შეიძლება გახდეს ნადირობის ლიცენზია“, – თქვა ოსტინმა.
ბრძოლის ველზე რუსეთის ქმედებების შესახებ კითხვის პასუხად ოსტინმა თქვა: „ომს ჯერ კიდევ აქვს წესები. და თუ დიდმა ძალამ შეიძლება დაარღვიოს ისინი, მაშინ ეს დანარჩენებსაც უბიძგებს დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი და ნორმები“.
„რუსეთი არ აწარმოებს მხოლოდ აგრესიულ ომს – ის მიზანმიმართულად ურტყამს სამოქალაქო ობიექტებს, სამხედრო თვალსაზრისით ყოველგვარი აზრის გარეშე. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული მოვლენები. ეს არ არის გამონაკლისი ზოგადი წესიდან. ეს არის სისასტიკე“, – დასძინა პენტაგონის ხელმძღვანელმა.