აშშ–ს არ შეუძლია დაადასტუროს ქიმიური იარაღის გამოყენება უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შესახებ სააგენტო როიტერი აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომლის ვინაობა არ სახელდება.
გუშინ პოლკ აზოვის მებრძოლებმა, რომლებიც რუსების მიერ გარშემორტყმულ მარიუპოლში აზვოსტალის ქარხანაში არიან გამაგრებული, განაცხადეს, რომ სამი სამხედრო დაზარალდა მომწამვლელი ნივთიერების ზემოქმედების შედეგად, რომელიც სავარაუდოდ უპილოტო აპარატიდან ჩამოაგდეს, თუმცა ამ ფაქტის არანაირი დეტალური მტკიცებულებები არ მოუყვანიათ.