პენტაგონი ჯერ-ჯერობით ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს პოლონეთში რუსული რაკეტის ჩამოგდებას

პენტაგონის პრესსპიკერის, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალ პატ რაიდერის თქმით, ამჟამად პენტაგონს არ აქვს საკმარისი ცნობები და ჯერ-ჯერობით ვერ ადასტურებს, პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოგდებაზე ინფორმაციას.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. პენტაგონი ჯერ-ჯერობით ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოგდებას, მაგრამ ჩვენ ცხადად განვაცხადეთ, რომ “ნატოს” ტერიტორიების თითოეულ დიუმს დავიცავთ”.- თქვა რაიდერმა.