პენტაგონმა ბრძანება გაუგზავნა 2000 ამერიკელ სამხედროს “მზად იყვნენ განლაგებისთვის”. ამის შესახებ AP-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით აცნობა.
ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, საუბარია სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა დამხმარე ფუნქციებს, როგორიცაა დამატებითი სამედიცინო დახმარება, ასაფეთქებელი საბრძოლო მასალის შენახვა და განადგურება და დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკონტროლო–გამშვებ პუნქტებზე.
ისინი არ გაიგზავნებიან ისრაელში, მაგრამ შესაძლოა გაიგზავნონ რეგიონის სხვა ქვეყნებში.