პესკოვის თქმით, თუ EU რუბლით გადახდაზე უარს იტყვის, რუსეთი ბუნებრივ აირს უფასოდ არ მიაწოდებს

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი რუბლით გადახდაზე უარს იტყვის, რუსეთი ბუნებრივ აირს უფასოდ არ მიაწოდებს.

”თუ ევროკავშირი უარს იტყვის რუბლით გადახდაზე, ბუნებრივ აირს უფასოდ არ მივაწვდით, ეს ცხადია. ამას აბსოლუტური დარწმუნებით გიცხადებთ. ჩვენს მდგომარეობაში ევროპული ქველმოქმედების განხორციელება ნაკლებად შესაძლებელი და მიზანშეწონილი იქნებოდა“.

ცნობისთვის, 23 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია „არამეგობრულ ქვეყნებში“ ბუნებრივი აირის ექსპორტის სანაცვლოდ საფასურს მხოლოდ რუსულ რუბლში მიიღებს.