კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებისთვის ბაიდენის პირობები კრემლისთვის მიუღებელია.
“თქვენ ფრაგმენტულად დააციტირეთ ჯო ბაიდენის განცხადება. ის კიდევ რამდენიმე წინადადებას მოიცავდა. მან თქვა, რომ უპირველეს ყოვლისა პუტინმა უნდა დატოვოს უკრაინა. მას [ბაიდენს] სჯერა, რომ ეს იმის დემონსტრაცია უნდა იყოს, რომ პუტინი მზადაა მოლაპარაკებებისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ არ აღიარებს ახალ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციის ნაწილად და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად ართულებს საერთო დისკუსიისთვის საჭირო ნიადაგის ძებნას“ – განაცხადა პესკოვმა.
პესმოვმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” გაგრძელდება, თუმცა პუტინი “მშვიდობიანი დიპლომატიური მოლაპარაკებებისადმი” ღია რჩება.
“სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. იმავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ პუტინი იყო, არის და ღია რჩება კონტაქტებისა და მოლაპარაკებებისადმი. ყველაზე უპირატესი გზა ჩვენი ინტერესების მიღწევისთვის არის მშვიდობიანი დიპლომატიური გზებით” – განაცხადა პესკოვმა