პესკოვის თქმით, რუსეთი “მომენტალურად” გაჩერდება, თუ უკრაინა მოთხოვნებს შეასრულებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, შეწყვიტოს “სპეცოპერაცია” “ნებისმიერ მომენტში”, თუ კიევი შეასრულებს მოსკოვის მოთხოვნებს.

პესკოვის თქმით, რუსეთის პირობებია, რომ უკრაინამ შეცვალოს კონსტიტუცია და უარი თქვას “ნებისმიერ ბლოკში“ გაწევრიანებაზე.

მისივე განმარტებით, კრემლი ითხოვს, უკრაინამ აღიაროს ყირიმი რუსეთის ნაწილად, ხოლო დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

პესკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთი ასრულების “უკრაინის დემილიტარიზაციას”.