კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ ნაბიჯები გადადგას
“ზუსტი ვადები არ არსებობს, მაგრამ ის, რომ რუსეთი მზად არის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგას ნაბიჯები, ეს მართლაც ასეა”. – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის საინტერესოა კეთილი ურთიერთობების დამყარება ყველა იმ ქვეყანასთან, ვინც ამისთვის მზად არის და ვისაც ამის სურვილი აქვს.