კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი “ვერ გაითვალისწინებს” საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ICJ-მ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება და რუსეთის უბრძანა, უკრაინაში სამხედრო ოპერაციები, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.
“არა, ჩვენ ვერ გავითვალისწინებთ ამ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სასამართლოს აქვს ისეთი რამ, როგორიცაა მხარეთა თანხმობა, აქ შეთანხმება არ შეიძლება იყოს, ამ შემთხვევაში ეს არის ის, რასაც ვერ გავითვალისწინებთ”,- თქვა პესკოვმა.
საერთაშორისო სასამართლომ ასევე მოუწოდა რუსეთს, უზრუნველყოს, სხვა ძალებმა, რომლებსაც მოსკოვი აკონტროლებს, ასევე არ გააგრძელონ სამხედრო ოპერაცია.