კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის დამატებით იარაღის მიწოდებას ”ცეცხლზე ნავთის დასხმას” უწოდებს.
“ჩვენ უკვე ვთქვით, აქ ახალი არაფერია. ჩვენ ვთვლით, რომ აშშ მიზანმიმართულად და გულმოდგინედ ასხამს ცეცხლზე ნავთს. შეერთებული შტატები, ცხადია, ნამდვილად იცავს ხაზს ებრძოლოს რუსეთს უკანასკნელ უკრაინელამდე. მსგავსი მიდგომა ხელს არ უწყობს უკრაინის ხელისუფლებაში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესახებ სურვილის გაღვიძებას. ამიტომ ვართ ჩვენ განწყობილი ამის მიმართ, რა თქმა უნდა, ნეგატიურად”, – თქვა პესკოვმა.