“უკრაინული მხარე მხედველობის არედან სრულად გავიდა. ამჟამად მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. რაც შეეხება პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საშინაო დავალებები შესრულდება. იქამდე პრეზიდენტების შეხვედრისთვის აუცილებელი წინაპირობა არ არსებობს”.
აცხადებს კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვი. მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ორივე მხარე “შეასრულებს საშინაო დავალებას”.