რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ეხმიანება პოზნერის ვიზიტის შემდეგ აქტივისტების პროტესტს და მათ “ექსტრემისტ ნაციონალისტებს” უწოდებს. ის მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც ეს პროტესტი დაგმო.
“პირველი, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ექსტრემისტი ნაციონალისტების აგრესიულ ქმედებებს თბილისში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. მეორე, ჩვენ ვნახეთ დღევანდელი განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას.
მესამე, ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს პოლიციისა, რომ უზრუნველყოფილია რუსების უსაფრთხოება. დაბოლოს, საქართველო საშიშია რუსეთის მოქალაქეებისთვის, უბრალოდ საშიშია იქ წასვლა – რუსებმა ეს კარგად უნდა გაიგონ ”, – თქვა პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აქციის ფორმა მიუღებელი იყო.