პესკოვი, ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას რუსეთისთვის საფრთხედ აფასებს

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი, ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას  რუსეთისთვის მოსალოდნელ საფრთხედ აფასებს. მან ასევე დასძინა, რომ  ფინეთმა უნდა იცოდეს “ასეთი ნაბიჯის პასუხისმგებლობა და შედეგები”.

მისი თქმით, რუსეთის რეაქცია დამოკიდებული იქნება ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ასევე განაცხადა, რომ რუსეთი გააანალიზებს ფინეთის ნატოში შესვლასთან დაკავშირებულ ვითარებას და შეიმუშავებს აუცილებელ ზომებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

“ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება გამოხატული ეს გაფართოების პროცესი, რამდენად შორს წავა სამხედრო ინფრასტრუქტურა, რამდენად ახლოს იქნება ის ჩვენს საზღვრებთან. არსებობს პრეზიდენტის მოქმედი ბრძანებულება NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით ჩვენი ფლანგების გაძლიერების ღონისძიებების ჩამონათვალის შემუშავების შესახებ. რუსეთი გაანალიზებს სიტუაციას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი უსაფრთხოებ”.- აცხადებს პესკოვი.