მეუფე მელქისედეკის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას შეუერთდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი.
მისი აზრით, მოქმედმა ხელისუფალმა არ უნდა დააკავოს წინა ხელისუფალი, ქვეყანა კი ასე უკეთესად განვითარდება.
აღნიშნული პეტიციით მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
“არ აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი. აქ მთავარია კითხვა, რომელზე პასუხი ყველას გვაქვს და ეს კითხვა ასეთია: გვაქვს თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, არის თუ არა რიგითი მოსამართლე თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და შეგვიძლია თუ არა ვანდოთ ივანიშვილის სახელისუფლებო გუნდს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება,– წერია პეტიციის აღწერაში.