პაბლო პიკასოს ნახატი „ქალი საათით“ სოთბის აუქციონზე 139 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს არის ესპანელის მხატვრის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი რაც კი ოდესმე აუქციონზე გაყიდულა.
მხოლოდ ერთი ნახატი ღირდა ამაზე უფრო ძვირი – “ალჟირელი ქალების” სერიიდან, რომელიც 2015 წელს კრისტის აუქციონის სახლმა 179,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.
აუქციონის დაწყებამდე „ქალი საათით“ 120 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. მყიდველის ვინაობა არ სახელდება.
50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ნახატი შეერთებულ შტატებში ცნობილი ხელოვნებათმცოდნის, ამერიკელი სოციალისტის ემილი ფიშერ ლანდაუს კოლექციაში ინახებოდა.
ლანდაუ მიმდინარე წლის მარტში, 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მთელი კოლექცია ასობით მილიონ დოლარად არის შეფასებული.
1932 წელს შექმნილ ნახატზე გამოსახულია ფრანგი მოდელი მარი-ტერეზა ვალტერი, რომელიც იმ დროს მხატვრის საყვარელი იყო.
ის 17 წლის იყო, როცა 45 წლის პიკასოს შეხვდა. თავიდან მათი რომანი საიდუმლოდ ინახებოდა, რადგან პიკასო ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო უკრაინელ ბალერინა ოლგა ხოხლოვაზე.
ვალტერს მხატვრის “ოქროს მუზას” უწოდებენ. პიკასოს ბევრი ნახატი მასზეა დაფუძნებული, კერძოდ, “მწოლიარე შიშველი”, რომელიც 2022 წელს 67,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
პაბლო პიკასო მალაგაში 1881 წელს დაიბადა , გაიზარდა ბარსელონაში და 1904 წელს გადავიდა პარიზში, სადაც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვარი გახდა.
სიცოცხლის განმავლობაში პიკასომ შექმნა დაახლოებით 150 ათასი ნამუშევარი, ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარა სტილთან და თემებთან დაკავშირებით, მაგრამ უპირატესობას კუბიზმს ანიჭებდა.
პიკასო საფრანგეთის სამხრეთში 1973 წელს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.