პიკი არ გამოდგა ციცაბო – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ექსპერტების ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება და ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იკლებს.
დღეისaთვის, ქვეყანაში 626 პაციენტია. ბოლო დღეებში თანდათან მცირდება პაციენტების რიცხვი. მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდგ ქვევით წავიდოდა. ახლა არის პლატო, ის პიკი არ გამოდგა ციცაბო პიკი და გამოდგა ასეთი სწორი, პლატოსებური, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.