“პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე”- რა ჩანაწერი იპოვნეს თამარ ბაჩალიაშვილის სახლში

presa.ge-ს რედაქტორი და გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე აღმოჩენილი ახალი გარემოების შესახებ წერს:

“გამოძიებისთვის უცნობი ახალი ფაქტები მოვიპოვეთ თამარ ბაჩალიშვილის საქმიდან, რომელთაგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთს ვასაჯაროვებ…
“პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” – ეს არის თამარ ბაჩალიაშვილის ერთერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია ციფრი – “15”…
ვის წინაშე ან რატომ იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი უძლური?
რა ინფორმაცია ჩაუვარდა მას ხელში?”- წერს გიორგი კაპანაძე.

18 ივლისს დაკარგული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ ავტომობილში  გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.