დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარებაზე საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა. ცვლილებებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
თუ მოქალაქე წესს დაარღვევს, 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი — 500 ლარით. ამასთან, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.