პირბადის გარეშე მიკროავტობუსების მართვის გამო 24 მძღოლს მუშაობის უფლება 2 დღით ჩამოერთვათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
“მუშაობის უფლება ჩამოერთვათ იმიტომ, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ. ყოველდღიურად გადაგყავს უამრავი ადამიანი და ხარ წარმოდგენილი პირბადის გარეშე, რომელიც არის ყველაზე მთავარი დამცავი შესაძლებლობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.