პირბადის ტარება მხოლოდ საზ. ტრანსპორტში და კლინიკებში იქნება სავალდებულო

პრემიერმინისტრის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების გამოყენების ვალდებულება დახურულ სივრცეში ყველგან იხსნება, სამედიცინო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია სტაბილურია, რამაც შეზღუდვების შემსუბუქება განაპირობა.

მანვე აღნიშნა, რომ დინამიკას დააკავირდებიან და “შესაბამისად” იმოქმედებენ.