შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით რეგულაციების დარღვევის გამო 706 პირი დააჯარიმა. კარანტინის წესის დარღვევის გამო 91 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 615 ფიზიკური პირი.
შსს-ს ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის — 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.