შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 476 ადამიანი ადამიანი 20 ლარით დააჯარიმეს.იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისღვის 77 მოქალაქე დაჯარიმდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს”,– აცხადებს შსს.