პოლიტიკური მოძრაობა ტრიგუნას დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ როდესაც ქართული ოცნების დეპუტატები შიმშილზე საუბრობენ, უნდა შერცხვეთ, რადგან კვირიკაშვილი სწორედ ამ მიზეზიც გაუშვეს.
“მე როგორც ვუყურებ, დღეს კვირიკაშვილის მონაცემები საოცნებოდ დარჩა ამ პერიოდში”,– ამბობს ჭიჭინაძე ტვ პირველის ეთერში.
მისი თქმით, პარლამენტში პარლამენტარიზმის გარდაცვალებას ვუყურებთ.
“ძალიან ძნელია, როდესაც ასეთ რაღაცას უყურებ… პირდაპირ პარლამენტარიზმის გარდაცვალებას ვუყურებთ. [პარლამენტი], რაც იყო ერთადერთი დემოკრატიული ინსტიტუტი ქვეყანაში, სადაც შეიძლებოდა თავისუფლად აზრის გამოთქმა, ეს ჯერ ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნით, დაჭერით დაიწყო და ახლა დასრულდა იმით, რომ მთელი ოპოზიცია გარეთ ჰყავთ დატოვებული. მიაღწიეს იმას, რომ პარლამენტში რაღაც საპროტესტო სიტყვა, ის თუ მიმართული არ იქნება ოპოზიციის წინააღმდეგ… ანუ, გამოდის, რომ იქ იქნება მხოლოდ ოპოზიციის ლანძღვა”,– თქვა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ქართული ოცნება პარლამეტში ერთპარტიულად შევიდა.