პირები მესამე ქვეყნიდან, რომლებიც პუტინს ეხმარებიან, როგორც ივანიშვილი, სანქციების წინაშე აღმოჩნდებიან – მაკფოლი და კასპაროვი

“ყოფილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს დე ფაქტო მმართველი, ასევე უნდა იცოდნენ, რომ სანქციების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ პუტინის ბარბაროსული თავდასხმის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ.” –  ამის შესახებ,  ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი, გარი კასპაროვი და რუსეთის სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრი, მაიკლ მაკფოლი  გამოცემა The Washington Post-ზე გამოქვეყნებულ წერილში წერენ. წერილში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც პასიურად ან არაპირდაპირად მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში “საზღაური უნდა გადაიხადონ”.

  • “სანქციები ჯერ კიდევ არ არის დაწესებული ათასობით რუსი ოფიციალური პირისთვის, პარტიის ლიდერებისთვის, რეგიონალური მთავრობების მეთაურებისთვის, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ბიზნესების საბჭოს წევრებისთვის, პროპაგანდისტებისთვისა და ომის მხარდამჭერი ცნობილი სახეებისთვის. დროა ისინი სანქცირებულთა სიაში დავამატოთ. პირებმა მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც პუტინს ეხმარებიან, როგორიცაა მაგალითად, ყოფილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს დე ფაქტო მმართველი, უნდა იცოდნენ, რომ სანქციების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ პუტინის ბარბაროსული თავდასხმის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ. ნებისმიერმა პირმა, რომელიც თუნდაც პასიურად ან არაპირდაპირ, მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში, საზღაური უნდა გადაიხადოს”. – ნათქვამია წერილში.